ჯო ბაიდენი - გვაქვს შანსი, ამოვძირკვოთ სისტემური რასიზმი ჩვენი ქვეყნიდან და დავიცვათ სიტყვები, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ერს
ჯო ბაიდენი - გვაქვს შანსი, ამოვძირკვოთ სისტემური რასიზმი ჩვენი ქვეყნიდან და დავიცვათ სიტყვები, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ერს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს გავრცელებულ მიმართვაში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს შანსი, ამოვძირკვოთ სისტემური რასიზმი ჩვენი ქვეყნიდან. გვაქვს შანსი დავიცვათ ის სიტყვები, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ ერს“, – ამბობს ვიდეომიმართვაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი.

რასობრივი დისკრიმინაციის თემა აშშ-ში კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამ ინციდენტს საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.