დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად, ვაშინგტონში ინციდენტები მოხდა [ვიდეო]
ვაშინგტონში ანტირასისტული მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად იყო ორგანიზებული.
ინციდენტის შდეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია.
ამას გარდა, ტელეკომპანია „ენბისი ვაშინგტონის“ ინფორმაციით, თეთრ სახლთან ჯგუფმა სახელწოდებით „რევოლუციური კომუნისტური პარტია“ აშშ-ის დროშა დაწვა. მედიასაშუალების ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა მათი შეჩერება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
After arguments with protesters who disagreed with their action, RevCom have managed to get a larger flag burning outside the gated Lafayette Square to chants of “slavery, genocide and war—America was never great.” Within seconds, it’s reduced to ash. pic.twitter.com/r7VItDanpw
— Alejandro Alvarez (@aletweetsnews) July 5, 2020