ავსტრალიურმა რადიომ ჭადრაკს რასისტული სახეობა უწოდა, კასპაროვმა უპასუხა
ავსტრალიურმა რადიომ ჭადრაკს რასისტული სახეობა უწოდა, კასპაროვმა უპასუხა

ავსტრალიური რადიომაუწყებლობის კორპორაციაში შემავალმა სიდნეის რადიოსადგურმა ჭადრაკს სპორტის რასისტული სახეობა უწოდა, რადგან წესების მიხედვით, თეთრი ფიგურები იწყებენ თამაშს.

ეს მოსაზრება „ტვიტერში“ განიხილეს მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა გარი კასპაროვმა და ყოფილმა ავსტრალიელმა მოჭარდაკემ,  ჯონ ადამსმა.

„მათ ჭადრაკი რასისტულ სახეობად მიაჩნიათ, რადგან თეთრები ყოველთვის პირველები იწყებენ. მიენდეთ ხალხის ფულით დაფინანსებულ ეროვნულ მაუწყებელს, რომელიც ცდილობს მთელს ავსტრალიაში შეცვალოს იდეოლოგიური ჩარჩოები. კორონავირუსმა უდიდესი დრამა გამოიწვია, ABC კი არარელევანტურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას. გაოგნებული ვარ!“ – დაწერა ადამსმა.

57 წლის კასპაროვმა ურჩია უკმაყოფილოებს – არ ითამაშონ ჭადრაკი და რაიმე სხვა აირჩიონ. „თუ თქვენ წუხხართ იმის გამო, რომ ჭადრაკი რასისტულია, აიღეთ და გო ითამაშეთ – იქ შავები იწყებენ. უმჯობესია ასე გააკეთოთ, ვიდრე სულელად წარმოაჩინოთ თავი, თან ხალხის ფული ხარჯოთ „გამოძიებაზე“, – თქვა კასპაროვმა.

დატოვე კომენტარი