დუდა სანაძე – ეს გამარჯვება თორნიკე შენგელიას ეკუთვნის #1TVSPORT

02:32, 27.11.2026
გიორგი ზურაბიანის ფოტო

გიორგი ზურაბიანის ფოტო

საბერძნეთში ისტორიულ მოგებას საინტერესოდ გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე:

„თორნიკე შენგელია დუბაიდან თამაშის დღეს, 3 საათზე ჩამოფრნდა. სწორედ ამ ღამეს  გარდაიცვალა მისი ბებია. თოკო დარჩა, ითამაშა გუნდისთვის, საქართველოსთვის. ჩვენი გუნდის თითოეულმა კალათბურთელმა ითამაშა და მოიგო თოკოსთვის.

დღეს კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს ჩვენი იდენტობა – არასოდეს ვნებდებით. ოვერტაიმში ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ.

ესპანეთთანაც თითქმის იდენტური სიტუაცია იყო, მაშინაც ოვერტაიმი ვითამაშეთ და ვაჩვენეთ ქართული სული. როგორც ერთ, ასევე მეორე მატჩის მოგებას ერთი  მიზეზი ჰქონდა – ერთად დგომა“.

მსგავსი