ტაისონ ფიური - მე თეთრი ადამიანი ვარ, მაგრამ 2020 წელს რასიზმის გამო ვიჩაგრები
ტაისონ ფიური - მე თეთრი ადამიანი ვარ, მაგრამ 2020 წელს რასიზმის გამო ვიჩაგრები

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ აღიარა, რომ მუდმივად აწყდება რასისტულ შეურაცხყოფებს თავისი წარმოშობის გამო, რადგან ირლანდიელი ბოშების ოჯახშია დაბადებული.

„როცა საჭესთან ვზივარ, ადამიანები მანქანების ფანჯრებიდან თავს გარეთ ყოფენ, ბოშა ქალს მიწოდებენ და გზას აგრძელებენ, – თქვა ფიურიმ ტელეინტერვიუში. – ჩემთვის სულერთია, ეს ცხოვრების ნაწილია. მუდმივად ხდება ასეთი რამ, და მომავალშიც მოხდება. არსებობს მხოლოდ ერთი რასა, ეს არის ადამიანების რასა, და მე მუდმივად ამ აზრს ვემხრობი. მე თეთრი ადამიანი ვარ, მაგრამ 2020 წელს რასიზმის გამო ვიჩაგრები, რადგან უცხოური წარმოშობის მოგზაურთა ოჯახიდან ვარ.

დღესაც კი, როცა პაბში ან რესტორანში მივდივარ, კარზე შეიძლება ეწეროს: „ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ შევუშვათ მოგზაური. არანაირი მოგზაურები და ბოშები“. ეს საშინელებაა, რადგან არ შეიძლება ყველა ადამიანი ერთი საზომით გაზომო. ასეთ ადგილებში ვამბობ: „უბრალო ბოშა არ ვარ, მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ კრივში, რომელიც ამ ქვეყანას წარმოადგენს“. ისინი მპასუხობენ: „დიახ, მაგრამ შენ მოგზაური ხარ, ასეთებს კი არ ვუშვებთ“.

აღვნიშნავთ, რომ ირლანდიელი მოგზაურები, ანუ პეივი – არის ირლანდიური ეთნიკური ჯგუფის სლენგური დასახელება. სწორედ აქედან მოდის ფიურის წარმოშობა.

31 წლის ბრიტანელი მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია.