კოპენჰაგენში ქალთევზას ქანდაკებას უცნობმა პირებმა „რასისტული თევზი“ დააწერეს
კოპენჰაგენში ქალთევზას ქანდაკებას უცნობმა პირებმა „რასისტული თევზი“ დააწერეს

კოპენჰაგენის პორტში მდებარე მსოფლიოში ცნობილ ქალთევზას ქანდაკებას უცნობმა პირებმა „რასისტული თევზი“ დააწერეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციას ვანდალისტურ აქტში მონაწილე პირების ვინაობა ჯერ არ დაუდგენია. ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც უკვე 107 წლისაა, დანიის დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

პატარა ქალთევზა ასახავს პერსონაჟს ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპრიდან.

ნამუშევრების ასლები სხვადასხვა ქვეყნის უამრავ ქალაქშია განთავსებული.

კოპენჰაგენში, ყოველწლიურად პატარა ქალთევზას სანახავად მილიონამდე ტურისტი მიდის.

საპროტესტო აქციების – „შავკანიანების ცხოვრება მნიშვნელოვანია“ მონაწილეები სხვადასხვა ისტორიული ფიგურების ძეგლებს აზიანებენ და მათ ადგილობრივი მოსახლეობის მონობისა და ჩაგვრის სიმბოლოებს უწოდებენ.