ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” მე-19 ტურში მორიგ გამარჯვებას მიაღწია და მოგებათა სერია ინგლისის ჩემპიონატში 17 მატჩამდე გაზარდა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” ხვდებოდა და 4:0 გაანადგურა მეტოქე. “სიტიმ” პირველ ტაიმში სერხიო აგუეროს გოლი იკმარა, მეორე ნახევარში კი რაჰიმ სტერლინგმა, დანილომ და ისევ აგუერომ გაიტანეს.
“მანჩესტერ სიტიმ” 101 გოლამდე აიყვანა თავისი მონაგარი 2017 წელს. ის გახდა პირველი გუნდი 1982 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ კალენდარულ წერს 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. 35 წლის წინ, ეს “ლივერპულმა” მოახერხა (106 გოლი).
“სიტი” 14 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა, ამ უკანასკნელს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. “იუნაიტედი” გვიან ჩაატარებს თავის შეხვედრას სტუმრად “ლესტერის” წინააღმდეგ.
სხვა მატჩების შედეგები:
ევერტონი-ჩელსი 0:0
ბრაიტონი-უოტფორდი 1:0
საუთჰემპტონი-ჰადერსფილდი 1:1
სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
სუონსი-კრ. პალასი 1:1
ვესტ ჰემი-ნიუკასლი 2:3