გვარდიოლა - ფოდენი გუშინ პატარა ბიჭი იყო, დღეს მსოფლიო დონის ფეხბურთელია #1TVSPORT
გვარდიოლა - ფოდენი გუშინ პატარა ბიჭი იყო, დღეს მსოფლიო დონის ფეხბურთელია #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ბორნმუთს“ დაუპირისპირდა და ფილ ფოდენის ერთადერთი გოლით დაამარცხა. „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ 23 წლის ნახევარმცველის თამაში შეაფასა და მას მსოფლიო დონის ფეხბურთელი უწოდა.

„ის უკვე უმაღლესი კლასის მოთამშეა. ფოდენი გუშინ პატარა ბიჭი იყო, დღეს კი მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ფოდენს ყველგან შეუძლია თამაში, თუმცა ცენტრში გამორჩეულად კარგია“, – ციტირებს გვარდიოლა სიტყვებს Marca.

ფილ ფოდენი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ამ კლუბში თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.