პირველად პრემიერლიგის ისტორიაში – „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა #1TVSPORT

21:32, 19.05.2024

ინგლისის ჩემპიონატის 38-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდა. „ქალაქელებმა“ სტუმრები დამაჯერებლად დაამარცხეს და პრემიერლიგის გამარჯვებულები გახდნენ – 3:1.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გვარდიოლას შეგირდებმა 91 ქულა დააგროვეს და გახდნენ ისტორიაში პირველები, რომლებმაც პრემიერლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ იზეიმეს.

მეორე პოზციაზე „არსენალია“ (88 ქულა), „ლივერპული“ კი მესამე ადგილზეა (82 ქულა).

მსგავსი