პირველად პრემიერლიგის ისტორიაში - „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონატის 38-ე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდა. „ქალაქელებმა“ სტუმრები დამაჯერებლად დაამარცხეს და პრემიერლიგის გამარჯვებულები გახდნენ – 3:1.
ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გვარდიოლას შეგირდებმა 91 ქულა დააგროვეს და გახდნენ ისტორიაში პირველები, რომლებმაც პრემიერლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ იზეიმეს.
მეორე პოზციაზე „არსენალია“ (88 ქულა), „ლივერპული“ კი მესამე ადგილზეა (82 ქულა).