ჩემპიონთა ლიგაზე სასწაული არ მომხდარა – კაშიას „სლოვანი“ „მანჩესტერ სიტიმ“ დაამარცხა #1TVSPORT

01:09, 02.10.2024

გურამ კაშიას „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ ბრტისლავას უმასპინძლა. სასწაული არ მომხდარა და სლოვაკური გუნდი 0:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ინგლისურ გრანდთან მეორე ტურის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. პეპ გვარდიოლას გუნდმა უპირატესობა სწრაფად მოიპოვა და საქმე პირველივე ტაიმში მოითავა.

ანგარიში გიუნდოგანმა გახსნა, ფოდენმა  კი უპირატესობა გაზარდა და შესვენებამდე „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაწინაურდა. თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა და ინგლისელებმა დამაჯერებლად მოიგეს.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ანგარიშზე გოლი ჰალანდმაც (58) ჩაიწერა, თავი მაკატიმაც (74) გამოიჩინა და საბოლოოდ, ინგლისელებმა დ4:0 მოიგეს.

ბრატისლავასსლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრა წააგო და ჯერჯერობით, უქულოდაა. შემდეგ მატჩს გურამ კაშიას გუნდი ესპანეთში „ჟირონასწინაააღმდეგ 22 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი