პედრო ნეტუ „ლივერპულის“, „სიტის“, „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
პედრო ნეტუ „ლივერპულის“, „სიტის“, „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

„ვულვერჰემპტონის“ პორტუგალიელი ლეგიონერი „ლივერპულის“, „სიტის“, „არსენალისა“ და „ტოტენჰემის“ სამიზნეა – ინგლისური გრანდები პედრო ნეტუს შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან, – იუწყება Football Insider-ი.

ნეტუ „ვულვერჰემპტონის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა „მგლების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი პედრო ნეტუს, რომელსაც „ვულვზთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, 42 მილიონ ევროდ აფასებს.