ჩემპიონთა ლიგა | ჰალანდმა „კოპენჰაგენთან“ გასამართ მატჩამდე გაიხსენა, როგორ დაიწუნეს დანიურ კლუბში #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ჰალანდმა „კოპენჰაგენთან“ გასამართ მატჩამდე გაიხსენა, როგორ დაიწუნეს დანიურ კლუბში #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „კოპენჰაგენთან“ გასამრთ მატჩამდე გაიხსენა, როგორ დაიწუნეს დანიურ კლუბში და კონტრაქტი არ გაუფორმეს.

„კოპენჰაგენში“ გასინჯვაზე 2016 წელს ვიყავი. რამდენიმე ადამიანს უნდოდა ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა, საბოლოოდ, მათი აზრი არ გათვალისწინეს. მათთვის სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. „კოპენჰაგენი“ მომწონდა და იქ თამაში მინდოდა, მაისურიც კი მქონდა, რომელზეც ჩემი გვარი და 9 ნომერი ეწერა. მგონი, ის მაისური ახლაც სახლში მაქვს. „კოპენჰაგენთან“ არაფერი გამოვიდა და ჩემი ბედი სხვა გზით წარიმართა“, – გაიხსენა „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „კოპენჰაგენის“ პირველ  მატჩს დანიურმა კლუბმა უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.