გვარდიოლა - თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კლოპი თავის საქმეს დაუბრუნდება #1TVSPORT
გვარდიოლა - თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კლოპი თავის საქმეს დაუბრუნდება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მერსისაიდელების თავკაცის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

გვარდიოლა: „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იურგენი თავის საქმეს დაუბრუნდება. არ ვიცი, ეს როდის მოხდება. კლოპი ცოტას დაისვენებს, დაფიქრდება, სამომავლოდ რა გააკეთოს. როცა ყოველ მესამე დღეს თამაშობ, სეზონი სეზონს მოსდევს, ზოგჯერ დასვენება მართლა უცილებელია და სასარგებლო.

იყო კლოპი ჩემი საუკეთესო მეტოქე? ულაპარაკოდ და ძალიან ხშირად! საკუთარი წარმატება მხოლოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას უნდა შეაფასო. თუ კონკურენტი საკმარისად ძლიერი არ არის, არც მიღწევებია საამაყო. ვფიქრობ, კლოპსაც ამავეს თქმა შეუძლია“.