სირიის სამთავრობო არმიამ აღმოსავლეთ ღუტაზე სრული კონტროლი დაამყარა. დედაქალაქ დამასკოს გარეუბანს სამხედრო დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ისლამი“ აკონტროლებდა.
ამბოხებულთა ჯგუფებმა ტერიტორია დატოვეს. აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთის სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდება.
დამასკოს გარეუბნის მთავარი ქალაქი დუმა 8 ათასმა მებრძოლმა და მათი ოჯახების 40 ათასმა წევრმა დატოვა.
რამდენიმე წლიანი ალყის შემდეგ, სირიის სამთავრობო არმიამ აღმოსავლეთ ღუტას გათავისუფლების ოპერაცია თებერვალში დაიწყო.
ამბოხებულები ტერიტორიას 2013 წლიდან აკონტროლებდნენ.