სირიის არმია ისრაელისა და იორდანიის საზღვრებთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს
სირიის არმია ისრაელისა და იორდანიის საზღვრებთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს

სირიის არმია ისრაელისა და იორდანიის საზღვრებთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ სირიის არმიის პრესსპიკერმა ასადის სამხედრო ძალების მიერ დაკავებულ დარაას დასავლეთ ნაწილში მთავრობის ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ამბოხებულების მიერ დაკავებულ სამხრეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ამ დროისთვის დარაას პროვინციაში, მდინარე იარმუკის მიმდებარე ტერიტორიები აქვთ დაკავებული.

სირიის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ტერორისტებთან მოლაპარაკებებზე არ წავა, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს კი არმია რამდენიმე კვირაში გაათავისუფლებს.