გოლანის სიმაღლეებთან ჭურვის აფეთქების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ სირიის არმიის პოზიციები დაბომბა
გოლანის სიმაღლეებთან ჭურვის აფეთქების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ სირიის არმიის პოზიციები დაბომბა

გოლანის სიმაღლეებთან ჭურვის აფეთქების შემდეგ, ისრაელის ავიაციამ სირიის არმიის პოზიციები დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ნაღმმტყორცნის ჭურვი სასაზღვრო ღობის სიახლოვეს აფეთქდა.

საპასუხო ზომების ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის სამთავრობო არმიის საარტილერიო ბატარეა დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია და ისრაელის სამხედროები სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დარღვევას არასდროს შეეგუებიან.

გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ ამბოხებულთა ანკლავებზე კონტროლის დამყარების შემდეგ, სირიის ხელისუფლება სავარაუდოდ, ყურადღებას გოლანის სიმაღლეებისკენ მიმართავს.

დატოვე კომენტარი