სირიის არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ახალი ფრონტი გახსნა
სირიის არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ახალი ფრონტი გახსნა

სირიის არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ახალი ფრონტი გახსნა. საომარი მოქმედებები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქალაქ დარაში მიმდინარეობს, რომელიც ამავე სახელმწიფოების პროვინციის მთავარ ქალაქს წარმოადგენს და 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

გაერო-ს ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყების გამო, 45 ათასმა ადგილობრივმა მშობლიური სახლი უკვე დატოვა და იორდანიის საზღვარს მიაშურა, თუმცა იორდანია ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მიზანი იორდანიისა და გოლანის მაღლობის საზღვართან არსებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონზე კონტროლის მოპოვებაა.

სახელისუფლებო არმია ქვეყნის ყველა დანარჩენ ნაწილში უკვე დაწინაურებულია.