სირიის სამთავრობო არმიამ აღმოსავლეთ ღუტაზე სრული კონტროლი დაამყარა

11:08, 12.04.2018

სირიის სამთავრობო არმიამ აღმოსავლეთ ღუტაზე სრული კონტროლი დაამყარა. დედაქალაქ დამასკოს გარეუბანს სამხედრო დაჯგუფება „ჯეიშ ალ-ისლამი“ აკონტროლებდა.

ამბოხებულთა ჯგუფებმა ტერიტორია დატოვეს. აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთის სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდება.

დამასკოს გარეუბნის მთავარი ქალაქი დუმა 8 ათასმა მებრძოლმა და მათი ოჯახების 40 ათასმა წევრმა დატოვა.

რამდენიმე წლიანი ალყის შემდეგ, სირიის სამთავრობო არმიამ აღმოსავლეთ ღუტას გათავისუფლების ოპერაცია თებერვალში დაიწყო.

ამბოხებულები ტერიტორიას 2013 წლიდან აკონტროლებდნენ.

მსგავსი