მარია ზახაროვა-აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე დასავლეთში წარმოებული ქლორის კონტეინერები და კვამლის ყუმბარებია აღმოჩენილი
მარია ზახაროვა-აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიაზე დასავლეთში წარმოებული ქლორის კონტეინერები და კვამლის ყუმბარებია აღმოჩენილი

აღმოსავლეთ ღუტაში მეამბოხეებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დასავლური წარმოების ქლორი და კვამლის ყუმბარები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

“ სირიის სახელისუფლებო შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებულ აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიებზე აღმოჩენილია ქლორის (ქიმიური იარაღის ყველაზე საშინელი სახეობის) კონტეინერები გერმანიიდან, ასევე კვამლის ყუმბარები ქალაქ სოლსბერიდან” – აცხადებს ზახაროვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სირიაში განხორციელებულ დასავლეთის კოორდინირებულ თავდასხმაზეც გააკეთა კომენტარი. მარია ზახაროვას თქმით, იერიშის რეალურ მიზეზს ექსტრემისტებისთვის “სულის მოთქმისა” და რიგების შევსების საშუალების მიცემა წარმოადგენდა, რითაც გაჭიანურდება სისხლისღვრის პოლიტიკური გზით მოგვარების პროცესი.