სირიის საკითხზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ელჩების დონეზე შეხვედრა გაიმართება
სირიის საკითხზე დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოში, ელჩების დონეზე შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებს განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრესცენტრში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შედეგად ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად იერიში სირიის ქიმიური იარაღის არსენალზე მიიტანეს.