აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს მოკავშირეებისგან თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს მოკავშირეებისგან თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ნატო-ს მოკავშირეებისგან თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, უახლოეს დღეებში შეხვდება ნატო-ს მოკავშირეებს და მოუწოდებს მათ, თურქეთის მიერ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, „დიპლომატიური და ეკონომიკური ზომები“ მიიღონ.

მარკ ესპერის თქმით, თურქეთის ნაბიჯები „არასაჭირო და იმპულსურია“, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება იგეგმება.

დატოვე კომენტარი