სირიელი ქურთების ინფორმაციით, სირიის არმია თურქეთის საზღვარზე ძალების განთავსებას დღეიდან დაიწყებს
სირიელი ქურთების ინფორმაციით, სირიის არმია თურქეთის საზღვარზე ძალების განთავსებას დღეიდან დაიწყებს

სირიელი ქურთების ინფორმაციით, სირიის არმია თურქეთის საზღვარზე ძალების განთავსებას დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქურთული ავტონომიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შედგა შეთანხმება სირიის მთავრობასთან, რომლის მიხედვითაც სირიის არმია ქვეყნის „ეროვნულ სუვერენიტეტს და საზღვარს“ დაიცავს.

მანამდე მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ცნობა, რომ სირიის არმია ქალაქ მანბიჯში შევიდა, რომელიც ალეპოდან 85 კილომეტრში მდებარეობს.

სირიის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, რომ სირიის არმია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადაჰყავთ, რათა „მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყოს.“

დატოვე კომენტარი