სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა 800 ნათესავი გაიქცა
სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა 800 ნათესავი გაიქცა

სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა 800 ნათესავი გაიქცა. გაქცუელებს შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას „სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრი“ ავრცელებს.

ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლთა ოჯახის წევრებმა გაქცევა თურქეთის არმიასა და ქურთ მებრძოლთა შორის დაპირისპირების დროს მოახერხეს. გავრცელებული ცნობით, ისინი დასახლება ეინ-ისაში მდებარე ბანკიდან გაიქცნენ.

ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, გაქცეულია 250 ქალი და 700 ბავშვი.

თურქეთის პრეზიდენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ნათესავების გაქცევის შესახებ გავრცელებულ ცნობას, დეზინფორმაცია უწოდა.

მანამდე ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და მათ შორის გერმანიის კანცლერმა გააფრთხილა თურქეთი, რომ სირიაში წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, ქვეყანაში ტერორისტების პოზიციების გაძლიერებაა მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი