ადგილობრივი მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო არმიის ნაწილი თურქეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გადაჰყავთ
ადგილობრივი მედიის ცნობით, სირიის სამთავრობო არმიის ნაწილი თურქეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გადაჰყავთ

სირიის სამთავრობო არმიის ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთით, თურქეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე საათში შეიარაღებული ძალების ნაწილი ქალაქ მანბიჯსა და ქობანში შევიდეს.