სინგაპურის მეტროპოლიტენში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა
სინგაპურის მეტროპოლიტენში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 8:30 საათისთვის მოხდა.
მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის განმარტებით, ავარიის მიზეზი დაშვებული შეცდომა გახდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – მემანქანეს თუ დისპეტჩერს.