ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 დაშავდა
ინდონეზიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 დაშავდა

ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშველები რამდენიმე საათია, ვაგონებს შორის მოყოლილი ორი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასწრაფო დახმარების მანქანები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ეკიპაჟის წევრები იყვნენ. მატარებლებში სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ. სარკინიგზო ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.