ბარსელონასთან სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი

01:23, 17.05.2022

ბარსელონასთან ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით ადამიანი, – შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კატალონიის რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი ერთ-ერთი მატარებლის მემანქანეა. საგანგებო სამსახურების ცნობით, სულ 85 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა ჰოსპიტალიზებულია.

„როიტერის“ ცნობით, სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. სარკინიგზო კატასტროფა ბარსელონადან 14 კილომეტრში, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

სარკინიგზო შემთხვევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი