ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა

21:28, 02.06.2023

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა.

ავარიის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც 700-მდე ადამიანი არის ჩართული. სარკინიგზო კატასტროფის ადგილისკენ გაემგზავრა ინდოეთის რკინიგზის მინისტრი.

დაშავებული მგზავრები საავადმყოფოებში ავტობუსებით გადაჰყავთ. სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.

მსგავსი