რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზის აფეთქების შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზის აფეთქების შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინიგზის აფეთქების შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, – ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლიანდაგი დანაღმული იყო. მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, რელსებიდან სულ 20 ვაგონი გადავიდა.

მედია წერს, რომ მატარებლით, სავარაუდოდ, საშიში ქიმიკატები გადაჰქონდათ.

ამასთან, „ტელეგრამის“ არხებით ვრცელდება ცნობები, რომ ადგილზე მყოფი მეხანძრეები რელსებსა და ვაგონებზე დაღვრილ ნივთიერებას აცივებენ.

ბრიანსკის ოლქში რკინიგზის აფეთქების შედეგად ბელარუსული სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან პირველ მაისსაც გადავიდა.