ავსტრიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი

01:45, 10.05.2022

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან სამი მძიმედ. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, ავსტრიის დედაქალაქის სამხრეთით მოხდა. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, ვენისკენ მიმავალი მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

ავარიის დროს მატარებელში 56 მგზავრი და მემანქანე იმყოფებოდა. უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.

მსგავსი