ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მატარებლების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებელი გვირაბში არსებულ ობიექტს დაეჯახა, ხოლო მეორე მატარებელი აღნიშნულ მატარებელს სიგნალის პრობლემის გამო შეეჯახა. ინციდენტის შედეგად, ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

პირველი მატარებელი პორტსმუთიდან ბრისტოლის, მეორე კი ლონდონიდან ჰონიტონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ინციდენტის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.