სიმფეროპოლის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებული მეზღვაურებიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა
სიმფეროპოლის სასამართლომ ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურიდან 12-ს პატიმრობა შეუფარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12 უკრაინელ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
დაპატიმრებული არიან: ანდრეი ოპრისკო, სერგეი ციბიზოვი, იური ბუდზილო, ვლადიმირ ტერეშენკო, ვიქტორ ბესპალჩენკო, ვლადიმირ ვარიმეზი, მიხაილ ვლასიუკი, ბოგდან გოლოვაში, სერგეი ჩულიბა, ვლადისლავ კოსტიშინი, სერგეი პოპოვი, რომან მოკრიუკი.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს დააკავა. რუსულმა ხომალდებმა უკრაინულ კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინა რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს და დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს.