რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში ერთი წლის წინ დაკავებულ ხომალდებს უბრუნებს
რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში ერთი წლის წინ დაკავებულ ხომალდებს უბრუნებს

რუსეთი უკრაინას ქერჩის სრუტეში ერთი წლის წინ დაკავებულ ხომალდებს უბრუნებს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ და სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებენ.

ორი უკრაინული კატარღა და ერთი ბუქსირი ოკუპირებული ქერჩიდან უკრაინის მიერ კონტროლირებადი პორტის მიმართულებით გაჰყავთ. ოპერაციას გემებიდან თვალს ადევნებენ რუსი მესაზღვრეები.

ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ხომ უკრაინული ხომალდების კიევისთვის გადაცემა ნეიტრალურ წყლებში, ოდესიდან დაახლოებით 60 კილომეტრში უახლოეს მომავალში მოხდება.

16 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ხომალდების დაბრუნების პროცესი დასკვნით ეტაპზეა.

სამი უკრაინული ხომალდი და 24 მეზღვაური რუსმა მესაზღვრეებმა 2018 წლის 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტესთან დააკავეს. გემები ოდესიდან მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდნენ. რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები რუსეთის ტერიტორიული წყლებში უკანონო შეჭრაში დაადანაშაულა. უკრაინელი მესაზღვრეები რუსულმა მხარემ სექტემბერში მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა.