რუსეთმა შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული გემები უკრაინას დაუბრუნა
რუსეთმა შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული გემები უკრაინას დაუბრუნა

რუსეთმა შარშან ნოემბერში ქერჩის სრუტესთან დაკავებული გემები უკრაინას დაუბრუნა

ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყებაში დაადასტურეს.

„18 ნოემბერს უკრაინულ მხარეს გადაეცა სამი ხომალდი, რომლებმაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის დროს, 2018 წლის ნოემბერში, დაარღვიეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე გემი ოდესაში მიემართება.

სამი უკრაინული ხომალდი და ეკიპაჟის 24 წევრი რუსმა სამართალდამცავებმა. 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა ამ ინციდენტზე საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

აღნიშნული გემების ეკიპაჟის წევრები 7 სექტემბერს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნდნენ.

დატოვე კომენტარი