ფედერიკა მოგერინი - ქერჩის სრუტეში დაძაბულობა ყირიმის ანექსიის შედეგია
ფედერიკა მოგერინი - ქერჩის სრუტეში დაძაბულობა ყირიმის ანექსიის შედეგია

ევროკავშირი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება. ევროკავშირი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები,-ამის შესახებ განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა მოგერინიმ.

ევროკომისრის თქმით, აუცილებელია, რომ ყირიმში საერთაშორისო დამკვირვებლებმა იმუშაონ.

„ქერჩის სრუტეში არსებული დაძაბულობაც ანექსიის შედეგია. ევროკავშირი ელოდება რუსეთისგან, რომ ის დაუყონებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე გაათავისუფლებს დაკავებულ ხომალდებსა და მეზღვაურებს“,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.