უკრაინული მედია - უკრაინის საჰაერო ძალებმა ქერჩის ქარხანას დაარტყეს, სადაც უახლესი რუსული კალიბრის გადამზიდი იყო განთავსებული
უკრაინული მედია - უკრაინის საჰაერო ძალებმა ქერჩის ქარხანას დაარტყეს, სადაც უახლესი რუსული კალიბრის გადამზიდი იყო განთავსებული

უკრაინის საჰაერო ძალების პილოტებმა წარმატებული დარტყმები განახორციელეს ქერჩზე და, სავარაუდოდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი – კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდი ჩაძირეს, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ველოდებით შედეგების ოფიციალურ დადასტურებას, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის პილოტებს წარმატებული დარტყმისთვის ქერჩის სრუტის გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურაზე, სადაც განთავსებული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდი – კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდი”, – წერს ოლეშჩუკი.