იტალიის მემარჯვენე ცენტრისტი ლიდერი სილვიო ბერლუსკონი მილანის თეატრის შენობაში მხარდამჭერებს შეხვდა. არჩევნებამდე, რომელში გამარჯვებასაც ბერლუსკონის კოალიციას დიდი უპირატესობით უწინასწარმეტყველებენ, ერთი კვირა რჩება.
უჩვეულო შეხვედრაზე 81 წლის ლიდერი ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში 1 000-ზე მეტ ამომრჩეველს სატელევიზიო შოუებზე ესაუბრებოდა და მათ გამხიარულებას ცდილობდა. შეხვედრამ მხარდამჭერების უწყვეტი აპლოდისმენტებისა და შეძახილების ფონზე ჩაიარა.
ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იტალიას არ უნდა ჰყავდეს მხოლოდ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული მთავრობა. მისი თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ კულტურისა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებიც, რათა ქვეყნის პოლიტიკამ განსხვავებული მიმართულება მიიღოს.
წინასწარი გამოკითხვებით, 4 მარტის არჩევნებზე მხარდამჭერთა უმრავლესობით მემარჯვენე ცენტრისტი კოალიცია ლიდერობს.