სილვიო ბერლუსკონი - ზელენსკისთვის საკმარისი იქნებოდა დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს ომი არ მოხდებოდა
სილვიო ბერლუსკონი - ზელენსკისთვის საკმარისი იქნებოდა დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს ომი არ მოხდებოდა

ზელენსკისთვის საკმარისი იქნებოდა დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს ომი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ პარტია „წინ, იტალიას“ ლიდერმა და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა.

ბერლუსკონის თქმით, არასოდეს დაელაპარაკებოდა უკრაინის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის რანგში. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ომის დასრულების სანაცვლოდ, უნდა შესთავაზოს ვოლოდიმირ ზელენსკის „მარშალის გეგმა“ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის.

„ჩვენ ვხედავთ ქვეყნის განადგურებას და ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას. მისთვის საკმარისი იქნებოდა დონბასის ორ ავტონომიურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შეწყვეტა და ეს არ მოხდებოდა. ამიტომ ამ ჯენტლმენის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ“, – განაცხადა სილვიო ბერლუსკონიმ.