„როიტერის“ ცნობით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
„როიტერის“ ცნობით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 86 წლის სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ბერლუსკონი მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. 86 წლის იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გასულ თვეში, ფილტვის ინფექციის ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკულ მიელომონოციტურ ლეიკემიასთან.

„როიტერის“ ცნობით, ბერლუსკონის ჯანმრთელობა ბოლო წლებში, „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.