იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებულია.

როგორც იტალიური სააგენტო „ანსა“ ბერლუსკონის პირად ექიმზე დაყრდნობით იტყობინება, ის მონტე-კარლოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

84 წლის სილვიო ბერლუსკონი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოთხი ვადით იკავებდა, 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.