„ევრონიუსი“ - გავრცელდა სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ამბობს, რომ პუტინთან კავშირები აღადგინა
იტალიაში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან კავშირები აღადგინა.
დასავლური მედიის ცნობით, აუდიოჩანაწერი სავარაუდოდ გაკეთებულია შეხვედრაზე, სადაც ბერლუსკონი თავის თანაპარტიელ ახალ პარლამენტარებს ესაუბრა.
„რუსმა მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩვენ მათთან ომში ვართ, რადგან უკრაინას იარაღს და ფინანსებს ვაძლევთ. მე პირადად ჩემს აზრს ვერ გამოვთქვამ, რადგან თუ ეს პრესას უთხრეს, კატასტროფა იქნება, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან ვწუხვარ. მე ოდნავ აღვადგინე ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. მე ვიცნობდი მას, როგორც მშვიდ და კეთილგონიერ ადამიანს“, – ამბობს სილვიო ბერლუსკონი.
აუდიოფაილში ასევე ნათქვამია, რომ პუტინმა, 29 სექტემბერს, ბერლუსკონის დაბადების დღისთვის 20 ბოთლი არაყი აჩუქა და „ძალიან თბილი წერილი“ გამოუგზავნა. ბერლუსკონიმ კი პუტინს ლამბრუსკოს ღვინო გაუგზავნა.
სილვიო ბერლუსკონი ამჟამად ხელმძღვანელობს პარტია „წინ იტალიას“, რომელიც არის ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციის წევრი. 25 სექტემბერს იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ მემარჯვენე კოალიციამ მოიპოვა.