სილვიო ბერლუსკონი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

20:56, 11.02.2021

იტალიის ექსპრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ინფორმაცით, ბერლუსკონიმ ტრავმები დაცემის შედეგად მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, 84 წლის პოლიტიკოსი მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ბერლუსკონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. გასულ თვეს გულის პრობლემის გამო, მისი ჰოსპიტალიზება მოხდა. მანამდე, სექტემბრის თვეში პოლიტიკოსმა „კოვიდ-19“ გადაიტანა.

მსგავსი