შუახნის მამაკაცმა გალაკტიონის ხიდიდან მტკვარში გადახტომა სცადა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი გამვლელებმა შენიშნეს და გადახტომის საშუალება არ მისცეს.
მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.