ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

როგორც იაშვილის კლინიკის ექიმმა, ლევან ტარუაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის არსებითი ცვლილებები არ ვლინდება.

„პაციენტი კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმე. ნეიროქირურგიული კუთხით არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, პაციენტს ჩაუტარდა ქალა შიდა წნევის საზომი ხელსაწყოს იმპლანტირება. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ ბლოკში დაკვირვებისა და მკურნალობის ქვეშ. უტარდება დინამიკაზე კონტროლი. გაუარესება ამ მომენტისთვის არ ვლინდება, თუმცა გაუმჯობესებაც არ არის“, – განაცხადა ექიმმა ლევან ტარუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.