თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი მტკვარში გადახტა
თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი მტკვარში გადახტა

თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლევილის სახელობის სანაპიროსთან ქალი მტკვარში გადახტა.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, ქალი სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცთან ერთად მანქანაში იჯდა, საიდანაც მოულოდნელად გადმოვიდა და მდინარეში გადახტა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მისი შეჩერება ვერ შეძლო და აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.