შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად 35 უცხოელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტი „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ ექვსი აფეთქების შედეგად დაიღუპა 156 ადამიანი.
აფეთქებები სამ ეკლესიაში და სამ სასტუმროში მოხდა. მათ შორის იყო ცნობილი და ფეშენებელური სასტუმროები.
აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მოხდა, სადაც სააღდგომო მესა მიმდინარეობდა.
მომხდარი გამო, ქალაქ კოლომბოს ტაძრებში დღეს საღამოს დაგეგმილი სააღდგომო ლიტურგია გადაიდო.
აფეთქებების შემდეგ შრი-ლანკაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ყველა სახელმწიფო სკოლა დაიხურა. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს აეროპორტებშიც.
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. დაშავებულია 360-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.