„ბიბისის“ ინფორმაციით, შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს
„ბიბისის“ ინფორმაციით, შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. „ბიბისის“ ცნობით, რაჯაპაკსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა.

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. პროტესტი ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა შრი-ლანკა ოფიციალურად ბანკროტად გამოაცხადა.

დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი, ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის რეზიდენციას.