მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონის გარემოცვა მარინ ლე პენს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში ადანაშაულებს

15:11, 15.11.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარემოცვა მარინ ლე პენს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.

ფრანგული მედიის ცნობით, პრეზიდენტთან დაახლოებული პირები მიიჩნევენ, რომ თუ ლე პენი 2027 წელს პრეზიდენტი გახდება და უკრაინისთვის დახმარებას შეწყვეტს, საფრანგეთი იზოლაციაში აღმოჩნდება. მათი თქმით, ახსოვთ ლე პენის კრემლში გადაღებული ფოტოები და ის, რომ მან საარჩევნო კამპანია რუსული ბანკების სესხებით დააფინანსა.

თავად ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინას სამხედრო და ფინანსურ რესურსებს შეუზღუდავენ, ის ომის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს და იძულებული გახდება, რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებზე დათანხმდეს. ასეთ მშვიდობას მაკრონი „უსამართლოს“ უწოდებს.

გასულ თვეს მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს. მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანია.

მსგავსი