ადგილობრივი მედია - შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა, დაშავდა 360 ადამიანი
ადგილობრივი მედია - შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა, დაშავდა 360 ადამიანი

შრი-ლანკაზე სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 160-მდე გაიზარდა. დაშავებულია 360-ზე მეტი. მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აფეთქება კოჩიკადეს, ნეგომბოსა და ბატიკალოას ეკლესიებში მოხდა, სადაც სააღდგომო მესა მიმდინარეობდა.

დაღუპულებს შორის არიან უცხოელებიც. ამის შესახებ განცხადება შრი-ლანკის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ჯერ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.